• Ƀ/$

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში $7 მლრდ დაკარგა

25 ოქტომბერი 11:20 | კომპანიები

Amazon–ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომელიც მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად ითვლება, ერთ დღე–ღამეში რამდენიმე მილიარდი დოლარი დაკარგა.

CNBC-ს ცნობით, ეს ხუთშაბათ, 24 ოქტომბერს მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მესამე კვარტლის მოგების შესახებ ანგარიში წარადგინა.


შედეგებმა ინვესტორების იმედები გააცრუა, რამაც კოტირებები 6,6%–ით დააგდო. ტელეარხის დაანგარიშებით, ბეზოს ეს ვარდნა თითქმის $7 მლრდ დაუჯდა. თუმცა, აქციების ფასი მალევე გადავიდა ზრდაში და 18,61 პუნქტით მოიმატა $1780,78–მდე. დღეისათვის, Bloomberg Billionaires Index–ის მონაცემების თანახმად, ბეზოსის ქონება $111 მლრდ–დაა შეფასებული.


Amazon–ის დამფუძნებელი პირველ ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, Forbes–ის ვერსიით. 2019 წელს ბეზოსი ცოლს გაშორდა და მას $35 მლრდ გადაუხადა. მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება უმდიდრეს ადამიანად.


სხვა სიახლეები