• Ƀ/$

ყაზბეგში სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

28 ოქტომბერი 11:11 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციისთვის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.


შედეგად 45  ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.


ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ყაზბეგის რაიონს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი დავით წითლიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოთარ შამუგია ეწვივნენ.


მსგავს თემაზე:

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა



სხვა სიახლეები