• Ƀ/$

ორბიტაზე 780–დღიანი ფრენის შემდეგ ამერიკული Boeing X-37B მიწაზე დაეშვა

28 ოქტომბერი 18:08 | ტექნოლოგიები

აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავი X-37B, რომელიც Boeing–მა ააწყო, ორბიტიდან NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ასაფრენ ბილიკზე ფლორიდაში გუშინ დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვებრესურსი Engadget ავრცელებს.


ეს X-37B–ის მეხუთე და ყველაზე ხანგრძლივი ექსპედიციაა. Boeing X-37B–მა კოსმოსში 780 დღე გაატარა. წინა რეკორდი 717 დღეს, 20 საათსა და 42 წუთს შეადგენდა. თავდაპირველი გეგმის თანახმად, საფრენი აპარატი კოსმოსში 240 დღე უნდა დარჩენილიყო.


აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების წარმომადგენლის რენდი უოლდენის თქმით, კოსმოსურმა ხომალდმა ყველა ამოცანა შეასრულა. ვინაიდან ფრენასთან დაკავშირებული მასალები გასაიდუმლოებულია, ხელისუფლება, ტრადიციულად, მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს მისიის შესახებ.


Boeing X-37B–ის შემდეგი აფრენა 2020 წლისთვის იგეგმება.


სხვა სიახლეები