• Ƀ/$

გურამ ნიკოლაშვილი: ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში, რუსეთია. ამ დღის წესრიგს დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა

14 მაისი 17:29 | INTERNET დაიჯესტი

მავნებლობის, უტიფრობის, ქვეყნის ნგრევისა და ღალატის ქრესტომათიული მაგალითი. ჩვეულებრივი მაოხრებელია ეს ადამიანი თავისი სექტანტი მხარდამჭერებიანად, - ასე ეხმიანება საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს ჰესების მშენებლობა ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ტურიზმი.

ნიკოლაშვილის თქმით, სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობა იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად მიაჩნია, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯეროს.


აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთზე და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში, რუსეთია და მას მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა.


„ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ლაპარაკობს ენერგიის წყაროების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ წარმოუდგენელი სქემაა. ტურისტს არ სჭირდება თურმე სასტუმრო, ელექტროენერგია, ან წარმოებას არ სჭირდება, ან საოჯახო მეურნეობას. მსოფლიო დენის გარეშე. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა მიაჩნია იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯერო. ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში, არის რუსეთი, რათა დამოკიდებული ვიყოთ მის რესურსებზე. ამ დღის წესრიგს აქამდე მხოლოდ დესტრუქციული და რადიკალური „ენჯეოები“ მიჰყვებოდნენ, დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა. მერე უკვირთ, როცა ეუბნებიან, რომ გინდა ჩვენთან, გინდა უკრაინაში რატომ და როგორ ატარებენ რუსულ ინტერესებს. აი, ასე მარტივად, ქვეყნისა და მოსახლეობის გახლეჩით, დაპირისპირების შეტანით, სრული მავნებლობების გავრცელებით. გილოცავთ ყველა დაბრმავებულს“,-წერს გურამ ნიკოლაშვილი.


ინფორმაციისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის რაჭის ჰესებზე საუბრობ და ამბობს, რომ ვიღაცას რაჭის ჰესებზე ფულის გათეთრება უნდა. „ეკონომიურად ტურიზმი ბევრად უფრო მოგებიანია დღეს, ვიდრე ჰესების მშენებლობა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


სხვა სიახლეები