• Ƀ/$

ქალი კურო პათოლოგიურად ეჭვიანია 

16 მაისი 14:51 | INTERNET დაიჯესტი

როგორია ქალი კურო?

ზოდიაქოს თანავარსკვლავედში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ქალია, გამოირჩევა მძლავრი სექსუალური ენერგიით. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად არის შეკრებებისა და წვეულებების ცენტრში, მაგრამ, ამასთან, ლიდერობის პრეტენზია არ აქვს.


ქალი კურო უფრო მგრძნობიარე, ვიდრე ინტელექტუალური ეგზემპლარია, თუმცა ყოფაში უსაზღვროდ ბრძენია – იშვიათად თუ შეუძლია ქალს, აიძულოს მამაკაცი, ფუფუნებითა და ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს ის. ამასთან, ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე ქალი–კუროების უმეტეს ნაწილი ირჩევს პასიურ პარტნიორს, რომელიც მზადაა, ის ხელით ატაროს და მისი ყველა სურვილი შეასრულოს.


კუროს დაპყრობა, რომელიც სრულყოფილად ფლობს ფლირტის ხელოვნებას, ყველაზე ადვილია კლასიკური ხერხებით – ძვირფასი საჩუქრებით, რომანტიკული პაემნებით. ამასთან, კურო–ქალი პათოლოგიურად ეჭვიანია და მეტოქეობის სულ უმნიშვნელო გამოვლინებასაც ვერ იტანს. ასაკთან ერთად ხდება ძალაუფლებისმოყვარე, ხასიათი უმძიმდება.


წყარო


სხვა სიახლეები