• Ƀ/$

სუვერენიტეტი VS უსაფრთხოება – სომხეთის დილემა

1 ნოემბერი 12:31 | ანალიტიკა

სომხეთ–რუსეთის შეთანხმების თანახმად, 2020 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა, რომლის საპასუხოდ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანს შემოდგომაზე ეწვევა.

საპასუხო ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, გიუმრიში მდებარე 102-ე რუსული ბაზის სამხედრო პოტენციალის გაორმაგების შესახებ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.


შოიგუს თქმით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზა კავკასიაში სტაბილურობის გარანტია, რომელსაც აქვს უნარი, სომხურ არმიასთან ერთად წინ აღუდგეს რეგიონში არსებულ საფრთხეებს.


სერგეი შოიგუ სომხეთში ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანს და თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანს შეხვდა, სადაც ერთობლივი უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.


რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატი სომხეთის სუვერენიტეტს აზიანებს


სომხეთის სტრატეგიული და ეროვნული კვლევების ცენტრის დირექტორის მანველ სარქისიანის თქმით 102-ე ბაზის პოტენციალის ზრდა შეეხება თანამედროვე აღჭურვას და ტექნიკის მოდერნიზაციას. საკითხი არ ეხება პირადი შემადგენლობის ზრდას. ბაზის გაძლიერების აუცილებლობა სირიის საკითხს უკავშირდება, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსულ-თურქული ინტერესები ახლო აღმოსავლეთში ურთიერთსაპირისპირო გახდება.


სარქისიანის თქმით, უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ნებისმიერ სახელმწიფოში ყოველთვის ქმნის პრობლემებს, ანუ არის სუვერენიტეტის დეფიციტი, როგორც საფრთხე. რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსულ-სომხური არსებული ფორმატი თავის მხრივ საფრთხეების მატარებელია. ერთია, როდესაც სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე სრული ძალაუფლება აქვს და თანამშრომლობს სხვა ქვეყანასთან, მაგრამ მეორეა როდესაც ეს სახელმწიფო მის სამხედრო პოტენციალს სრულად უკავშირებს უცხო პოლიტიკურ სუბიექტს. ეს უკანასკნელი ქმნის იმ პრობლემას, რომ ქვეყანა, ამ შემთხვევაში სომხეთი, ვერ ახდენს რუსეთის გადაწყვეტილებებზე გავლენას. აღნიშნული საფრთხის შემცველია.


სარქისიანის მოსაზრებით, აუცილებელია თანამშრომლობის ისეთი ფორმატის გამონახვა, რომელიც სომხეთს მისცემს გადაწყვეტილების მიღების უნარს და მისი პრობლემების გადაწყვეტა არ იქნება ამ შემთხვევაში რუსეთის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. დღესდღეობით სწორედ ეს არის ოფიციალური ერევნის ყველაზე სუსტი წერტილი მოსკოვთან ურთიერთობებში.


აქვე აღსანიშნავია, რომ ძირითადი თავდაცვის შეთანხმებების ფარგლებში, რუსული ჯარები პატრულირებენ თურქეთ-სომხეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოფიციალური მოსკოვი მუშაობს რუსი სამხედრო და ჯანდაცვის ოფიციალური პირებისთვის, სომხეთში არსებულ ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე წვდომის მოპოვებაზე.


თავის მხრივ, ფაშინიანის მთავრობა რუსეთთან სამხედრო და პოლიტიკურ შეთანხმებების ერთგულია.


მსგავს თემაზე:

რუსეთი სომხეთს გაზს 30%–ით უძვირებს?



სხვა სიახლეები