• Ƀ/$

ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1 ნოემბერი 14:24 | ეკონომიკა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით  წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განახლება ქალაქ ახალციხეში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში  ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე  ახალი საკანალიზაციო ქსელი ეწყობა.  სამუშაოებს 1.6 მლნ ლარი მოხმარდება.  


აღნიშნულ ქუჩებზე  საკანალიზაციო ქსელი  დღმდე არ არსებობდა.   სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და   200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს  2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს.  


მსგავს თემაზე:

ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 13.8 მლნ ლარი დაიხარჯება


"ახალციხის ციხეში" ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა რეგიონში შემცირდა



სხვა სიახლეები