• Ƀ/$

5G ინტერნეტის ინდუსტრიაში ჩინეთი წინაურდება

2 ნოემბერი 12:15 | ტექნოლოგიები

5G ინტერნეტი ქსელში უკვე გაშვებულია, თუმცა მის სრულფასობნად დანერგვას კიდევ რამდენიმე წელი და ასობით მლრდ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. ზესახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ჩინეთს ამ ინდუსტრიაში ლიდერობა სურს. 

ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს ჩინურმა სახელმწიფო კომპანიებმა: „China Mobile“ და „China Telecom“-მა 5G-ის განვოთარების სტრატეგიები წარმოადგინეს.


ჯერჯერობით 5G მხოლოდ კორეიის, იაპონიის, ჩინეთის, ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ-ის ტერიტორიის მცირე ნაწილზეა ხელმისაწვდომი. აბონენტთა რაოდენობა 11 მლნ-ს შეადგენს, რაც პლანეტის მოსახლეობის 0.2%-ზე ნაკლებია.


პეკინის გემის თანახმად წლის ბოლომდე 5G დაფარვის ზონა 50 დიდ ქალაქამდე, ხოლო სადგურების რაოდენობა 130 000-მდე უნდა გაიზარდოს.


ქსელის გარდა მსოფლიო მასშტაბით 5G ინტერნეტის მხარდაჭერით სულ რამდენიმე მოდელია, ძირითად SAMSUNG და HUAWEI, რომელსაც GOOGLE-მა მხარდაჭერა შეაუჩერა.


5G-ის თეორიული სისწრაფე 10 გბ/წმ-ს აღწევს, რაც მას 4G-ზე 100-ჯერ სწრაფს ხდის, მისი რეალური, გარანტირებული სიჩქარე, თეორიულს, როგორც ყოველთვის გარკვეული დოზით ჩამოუვარდება, მაგრამ ეს ახალ რეალობას დიდად არ ცვლის. ფილმების ჩამოწერის დრო რამდენიმე წამამდე მცირდება.


5G-ის ერთ-ერთი უმთავრესი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ნივთების ინტერნეტი და უპილოტო ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობაა. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი ხდება 1 კონტინენტიდან მეორეზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა ჩინეთში, როდესაც პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია ქირურგმა 3000 კილომეტრის დაშორებიდან ჩაუტარა. ყველა შემთხვევაში პრობლემას უზარმაზარი ინფორმაციის სწრაფად და დაყოვნების გარეშე გადაცემა აგვარებს. თუმცა 5G-ის უპირატესობები აქ არ სრულდება.



5G-ის სისწრაფისა და ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი, მისსავე სპეციფიკაშია. 4G-ისგან განსხვავებით სიგნალი ყველა მიმართულებით კი არა, კონრეტული, წინასწარგანსაზღვრული საჭირო მიმართულებით ვრცელდება.


მსგავს თემაზე:

ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით


5G ინტერნეტი რეკორდს ინვესტიციების მოცულობითაც მოხსნის


საქართველოში 5G ინტერნეტის სტრატეგიის შემუშავება იწყება


5G ინტერნეტი ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს



სხვა სიახლეები