• Ƀ/$

ოზურგეთში 7000-მდე მაცხოვრებელს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

4 ნოემბერი 12:23 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.   

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ  და შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ -ის დირექტორმა, ედნარ ჩიტაძემ.


დღეის მდგომარეობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღნიშნულ სოფლებში არ ოპერირებებს. დასახლებებში არსებული წყლის სისტემა მოძველებული და ამორტიზებულია,  მოსახლეობის უმრავლესობა ჭის წყალს მოიხმარს, რომელიც ზაფხულში შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი სოფლის  7 000-მდე მაცხოვრებელს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.


პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები.


პროექტის ღირებულება 7.44 მლნ ლარია. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.


მსგავს თემაზე:

გურიაში 112 მლნ-ის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება


ანასეული 24 საათიან წყალმომარაგებაზე 2020 წლის შემოდგომიდან გადავა



სხვა სიახლეები