• Ƀ/$

რიონის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

4 ნოემბერი 13:35 | ეკონომიკა

ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, რიონის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, რასთან დაკავშირებითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, შპს „ბლექ სი გრუპს“ ესაჭიროება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ224-კმ229 მონაკვეთზე, მდებარე მდ. რიონის ხიდზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა. რის გამოც, 2019 წლის 5 ნოემბრის 21:00 სთ-დან 2019 წლის 6 ნოემბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


მსგავს თემაზე:

ქუთაისიდან აბასთუმნამდე მანძილი 1.5 სთ-ით მცირდება


ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება


ყაზბეგში მგორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება



სხვა სიახლეები