• Ƀ/$

მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

5 ნოემბერი 13:07 | ეკონომიკა

ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია,  წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდ ნაგებობას ამჯერად მესტიაში ააშენებს.    

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ერთობლივი საწარმო „Toshiba & In-Si“ -ის წარმომადგენელმა, ზვიად თოიძემ.


მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს. პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც  ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს.

ობიექტი უნდა შედგებოდეს სატუმბი სადგურების, ფილტრების, აერაციის და დალექვის ავზებისაგან, ასევე, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან, დამატებით მოეწყობა დაახლოებით 2.5 კმ. წყალარინების ქსელი.


გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს  ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.


სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 21 მლნ ლარით აფინანსებს.


წყალარინების გამწმენდი ნაგებობები შენდება: მარნეულში, ანაკლიაში, ზუგდიდსა და გუდაურში. ობიექტების მშენებლობები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, ხაშურში, სტეფანწმინდაში, სოფელ მუხრანში, დაბა ფასანაურში, ბახმაროსა და აბასთუმანში. უკვე დასრულდა ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.


მსგავს თემაზე:

გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება


მესტიაში 143 სოფელი და 835 კმ საავტომობილო გზა ციფრულ ფორმატში აღწერეს



სხვა სიახლეები