• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 60 მლნ ისესხა

5 ნოემბერი 15:24 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 5 ნოემბერს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 134 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.730 პროცენტით, მაქსიმალური 9.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.072 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები