• Ƀ/$

ახალი ავტობუსები წყნეთის, შინდისისა და მთაწმინდის პარკის მიმართულებით იმოძრავებენ

5 ნოემბერი 16:32 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი 6 ნოემბრიდან თერთმეტ მარშრუტზე გავლენ.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.


ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5 (დელისი - წყნეთი)  N90 (9 აპრილის ბაღი - ოქროყანა) N106 (კიკეთი - 9 აპრილის ბაღი) N112 (9 აპრილის ბაღი - შინდისი) მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1 (მ/ს ახმეტელის თეატრი - მ/ს ვარკეთილი) N31 (სადგურის მოედანი - კრწანისის დასახლება)  N124 (მ/ს რუსთაველი - მთაწმინდის პარკი) მარშრუტებზე.


12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19 (ვაზისუბანი II მ/რ - ზემო ფონიჭალა) N57 (სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა)  N80 (ბარათაშვილის ქუჩა - ორთაჭალის ქუჩა) და N122 (სადგურის მოედანი 1 - მუჯირიშვილის ქუჩა) მარშრუტებზე.


როგორც MAN-ის, ასევე ISUZU-ს მარკის ავტობუსები EURO 6 ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.


მსგავს თემაზე:

ლილომდე და რუსთავამდე მიწიზედა მეტროს ხაზის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებები იწყება


თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება


ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა


თბილისის ვიცე-მერი: მეტროს მგზავრთნაკადი ყოველწლიოურად 11%-ით იზრდება


წავკისის, კოჯრისა და ტაბახმელას მარშრუტებზე ახალი მწვანე ავტობუსები დაინიშნა


ახალი მწვანე ავტობუსები სოფელ გლდანის მიმართულებითაც იმოძრავებს



სხვა სიახლეები