• Ƀ/$

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 თვეში 1.5 მლრდ-მდე დახარჯა

7 ნოემბერი 10:35 | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2019 წლის 10 თვის შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1.48 მლრდ ლარი მოიხმარა.

შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 74%-ით  აქვს შესრულებული.  


სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების  10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად:


-         საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 944 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 73%-ია;


-         სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი - 281 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 80%-ია;


-         შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 77%-ია და


-         შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %-ია.


წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით  ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.


მსგავს თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ქვეშეთი-კობის 909 მლნ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა


რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება


მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა



სხვა სიახლეები