ბოლო ერთ დღე-ღამეში პაკისტანში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა 4 772 შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის დეპუტატი, 65 წლის მიან ჯამშედ დინ კაკახელი. ამავე პროვინციაში კორონავირუსი კიდევ ორ კანონმდებელს დაუდასტურდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად პენჯაბის პროვინციაში გარდაიცვალა დეპუტატი შაუკატ მანზურ ჩეემა.