• Ƀ/$

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის მოძიებას გეგმავს

7 ნოემბერი 16:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქული საბურღი ხომალდი სახელწოდებით Fatih ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის მოძიების პროცესის განახლებას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა, ანკარაში მიმდინარე მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენის გახსნისას განაცხადა.


დონმეზის თქმით, გემი „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისგან“ მიღებული შესაბამისი ლიცენზიის შემდეგ ანახლებს სამუშაოებს. აქვე მან დაამატა, რომ ამ რეგიონში სხვა საბურღი ხომალდები უკვე ახორციელებენ ორ და სამგანზომილებიან სეისმურ სკანირებებს. აღნიშნულმა გემმა უკვე დაასრულა ოპერაციები სხვა მხარეში და ახლა კვიპროსის კუნძულის ე.წ. თურქული ნაწილის სანაპირო წყლებში შევა საჭირო აღჭურვილობის მიღების შემდეგ.


სამუშაოებს ეწინააღმდეგება კვიპროსი, საბერძნეთი, ეგვიპტე, ისრაელი, აშშ და ევროკავშირი. თავის მხრივ ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში მას ენერგო-რესურსების მოძიების უფლება აქვს.


სხვა სიახლეები