• Ƀ/$

Georgia Capital უძრავი ქონების ბაზარზე $540 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

7 ნოემბერი 17:16 | კომპანიები

საინვესტიციო კომპანია Georgia Capital მისი პლატფორმის Georgia Real Estate Holding-ის მეშვეობით, საქართველოში აქტიურ ინვსტირებას განაგრძობს. ჯამში $540 მლნ-ის ინვესტირებით ახალი პროექტების განხორციელება სასტუმროებისა და ტურიზმის კუთხით, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი.

მასშტაბური ივესტირების ფარგლებში, Georgia Real Estate Holding უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას - m2 Group-სა და სასტუმროებსა და ტურიზმს  გააერთიანებს.


ასევე ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან m2Group-ის გენერალური დირექტორის პოზიციას უძრავი ქონების ბაზარზე, 27 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელმძღვანელი, შოთა ბერეკაშვილი დაიკავებს. ხოლო Georgia Real Estate Holding-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც, თავის მხრივ, უკვე შექმნა დეველოპერული სექტორის წარმატების ისტორია და დღემდე ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც არის ლიდერი უძრავი ქონების ბაზარზე.


ახალი პროექტების წარსადგენად სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ახალი ქართული ბრენდის, Amber Group-ის დაფუძნების შესახებ განაცხადა.  Amber Group უნიკალური ქართული კულინარიითა და ტრადიციული ქართული მეღვინეობით, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციაზე იქნება ფოკუსირებული.


„Georgia Capital აგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისა და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებებით,  Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით $540 მნლ-ის ინვესტირებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.


აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც  დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია $130 მლნ. ვთვლი, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას“, - განაცხადა  ირაკლი ბურდილაძემ.


პრეკონფერენციაზე დეველოპერული კომპანია m2 Group-ის გეგმების შესახებ შოთა ბერეკაშვილმა დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე კომპანია ამბიციური პროექტების განხორციელებას გაგანგრძობს.


„როგორც იცით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ უბანს უკვე ვაშენებთ, შემდგომი უბანი კი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში, ინოვაციური პროექტების ფარგლებში, $410 მლნ-ის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი.


ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.


Georgia Capital-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში, უკვე აქტიურ ფაზაშია ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს-Kempinski-ს მშენებლობა თბილისში, რომლის გახსნა 2020 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


 


 


 


 


 


 


სხვა სიახლეები