• Ƀ/$

საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის 1-ელ ადგილზე დასახელდა

7 ნოემბერი 18:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „WTM London -2019“ საქართველო 30 ახალ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელსაც 2020 წელს უნდა ეწვიო. სამოგზაურო სიაში საქართველო პირველ ადგილზეა. 

საერთაშორისო ბლოგერების სპეციალური ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცა.


ევროპის საუკეთესო ახალ, მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად საქართველო პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming დაასახელა. მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.


„ჩვენ, როგორც ქვეყანა ვიმყოფებოდით ლონდონში, მსოფლიოში ერთერთ მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე. მოხარულები ვართ რომ ჩვენ, ქვეყანაში დავბრუნდით საერთაშორისო აღიარებით და ჯილდოთი, რომლითაც საქართველო დასახელდა 2020 წლის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


„საქართველო მსოფლიოს იდუმალი სამოგზაურო მარგალიტია, კომპაქტური ზომის მიუხედავად ქვეყანა გაგაოცებთ უდიდესი მრავალფეროვნებით.“ -წერენ ბლოგერები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის მსურველებს კავკასიონის მთების და ძველი თბილისის მონახულებას ურჩევენ.


„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემოგთავაზოთ. მოდური დედაქალაქი, ულამაზესი მთების პეიზაჟები, ნამდვილად უგემრიელესი კერძები და ღვინო. ვფიქრობ საქართველო უახლოეს წლებში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდება.“  წერს ბლოგერი ქეით მაკკალი.


საქართველოსთან ერთად 2020 წლის სამოგზაურო სიაში შვედეთი, ესტონეთი, შვეიცარია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა და სხვა ქვეყნები, რეგიონები და ქალაქები მოხვდნენ.


Travel Lemming-ი 2016 წელს ამერიკელმა ნეიტ ჰეიკმა დაარასა, რომელმაც უკვე 66 ქვეყანაში იმოგზაურა. ვებგვერდის მიზანი ახალი, მიმზიდველი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაა.


მსგავს თემაზე:

ბეგბედერი ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს


საქართველოში ტურიზმის შვეიცარიული სკოლა აპირებს შემოსვლას


ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები