• Ƀ/$

"ელჩობის დროინდელი ამბავია" - ნახეთ, რას წერს გელა ჩარკვიანი

5 ივნისი 11:16 | INTERNET დაიჯესტი

მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თავისი წიგნიდან "ნაგერალა" ამონარიდს აქვეყნებს. 

"ელჩობისდროინდელი ამბავია. ლორდ ჯეფრი ჰაუ ჩვენს ლონდონის საელჩოში დავპატიჟე. რა­ღაც თარიღს ვზეიმობდით. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოიცლიდა და ძალიან გამიხარდა, კარებში შემოსული რომ და­ვინახე. მიიხედ­-მოიხედა, ღრმად ამოისუნთქა და დამშვიდებულმა ხელი ჩამომართვა. ვიფიქრე, ალბათ ვინმე მისთვის არასასურ­ველი სტუმარი რომ ვერ დაინახა, მოისვენა­-მეთქი, თუმცა ამის თაობაზე შეკითხვას, გასაგებია, ვერ დავუსვამდი. მალე თავადვე ამიხსნა ყველაფერი: „თქვენკენ რომ მოვდიოდი, გზაში საშინლად განვიცდიდი; მეშინოდა, რომ მოოქროვილ მარმარილოს კოლონე­ბიან დარბაზში აღმოვჩნდები. სამწუხაროდ, მცირე ზომის ღარიბი ქვეყნები ყალბი შთაბეჭდილების შესაქმნელად ხშირად ქირაობენ ლონდონში მდიდრულ შენობებს. ჩემში ამგვარი სნობიზმი ყოველ­თვის აღშფოთებას იწვევს. რამდენიმე ქართველს ვიცნობ, თქვენს ქვეყანას პატივს ვცემ და იმედგაცრუების მეშინოდა. რომ დავი­ნახე რა შენობაში მუშაობთ, დავმშვიდდი. ნამდვილები ხართ და ბევრს მიაღწევთ", - წერს ჩარკვიანი. 


სხვა სიახლეები