• Ƀ/$

რამდენით გაძვირდა და კიდევ რამდენით გაძვირდება სიგარეტი უახლოეს მომავალში?

8 ნოემბერი 12:17 | ანალიტიკა

საგადასასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად 21 ნოემბრიდან თამბაქოზე კონტროლი მკაცრდება. კერძოდ იკრძალება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის დაუფასოებლად რეალიზაცია.

ნედლი თამბაქო წონით ვეღარ გაიყიდება, ის 50 ან 100 გრამიან შეფუთვებში უნდა განთავსდეს. სავალდებულო ხდება შეფუთვაზე აქციზის დაკვრა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გაკეთება.


ბოლო წლებში სიგარეტზე აქციზი რამდენჯერმე გაიზარდა. მისი მიზანი ერთის მხრივ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა და მეორეს მხრივ ასოცირების ხელშეკრულების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოადგენდა.


2010-2019 წლებში აქციზის საფასური ფილტრიან სიგარეტზე 183%-ით, 60 თეთრიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. უფილტრო სიგარეტზე კი 1033%-ით 15 თეთრიდან 1.7 ლარამდე. 2017 წლის შემდეგ ფასი მზოლოდ უფილტრო სიგარეტზე გაიზარდა 0.6-დან 1.7 ლარამდე, რის მიზეზადაც უფილტრო სიგარეტზე გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა, რომელიც თავის მხრივ ფილტრიანზე უფრო მეტად მავნებელია.



ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით აქციზის საფასური შეიძლება კიდევ მეტად გაიზარდოს და მან სარეალიზაციო ღირებულების 60%-ს მიაღწიოს. ახლა 30-40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია რა ღირს კოლოფი 4 ლარი თუ 5.5 ლარი.


საქართველოშო საფუძვლიანი კვლევა არ უწარმოებით, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მართლაც ამცირებს მის მოხმარებას, მაგრამ არა იმავე პროპორციით. მოხმარება შესაძლოა 3-5 პროცენტით შეამციროს. აქ იგულისხმება როგორც მწეველი ადამიანის მიერ დღიური ნორმის შემცირება, ასევე საერთოდ თავის დანებება. გრძელვადიან პერიოდში ის უფრო მეტად პრევენციის სახით განიხილება ადამიანები აღარ იწყებენ მოწევას.


აქციზის საფასურის ზრდის გვერდითი ეფექტი გაზრდილი კონტრაბანდაა. თუ 2016 წელს კონტრაბანდის 81 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 444%-ით გაიზარდა და 441-ს მიაღწია. კონდრაბანდის მოცულობის სწრაფი ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც ნარჩუნდება.


2019 წლიდან ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა, რამაც კოლოფი სიგარეტის სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 1 ლარით გაზარდა. თავად ადვალური გადასახადი, რომელიც პროდუქტს მისი ღირებულების გარკვეული პროცენტული წილი ემატება.


სიგარეტის მორიგმა გაძვირებამ მწეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა თუთუნზე გადაიყვანა. ახალი რეგულაციებით თუთუნი დაბალი ფასის უპირატესობას დაკარგავს.


ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კოლოფი სიგარეტის სარეალიზაციო ფასი 5 ევროდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 10 ევროს სცილდება. თუ საქართველოში აქციზის საფასური 1.7 ლარია - €0.52, გერმანიასა და შვედეთში ის €3-ს აჭარბებს, საფრანგეთში €5-ს, ბრიტანეთში €6-ს, ირლანდიაში კი $7-ს. 3 ევროზე დაბალია ტარიფი იტალიაში, პორტუგალიაში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. ახლო მომავალში, მაგრამ არა 2020 წლიდან, საქართველოში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ამ მაჩვენებლის ეტაპობრივად €1.8-მდე გაზრდაა დაგეგმილი, რაც ამჟამინდელი კურსით 5.95 ლარს უდრის, ანუ 1 კოლოფ სიგარეტში მხოლოდ აქციზის ფასი 5.95 ლარი იქნება.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანში სიგარეტზე სააქციზო გადასახადი გაიზარდა


6 დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 26 740 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს


საგამოძიებო სამსახურმა 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო



სხვა სიახლეები