• Ƀ/$

იმპორტირებულ გაყინულ ქათამში სალმონელა აღმოაჩინეს

8 ნოემბერი 13:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“ 7 ნოემბერს, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23 380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

კანონდარღვევა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.


საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.


სხვა სიახლეები