• Ƀ/$

ინფრასტრუქტურისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად გერმანია საქართველოს €161.7 მლნ-ს გამოუყოფს

8 ნოემბერი 14:13 | ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროში 6-7 ნოემბერს გერმანიასა და საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

კონსულტაციების დროს განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი, ასევე, სამომავლო გეგმები.


გერმანია კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა.


აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების გახორციელებისათვის, გერმანიის მიერ გამოყოფილია  €161.7 მლნ  მათ შორის, €21.7 მლნ გრანტის სახით.


საქართველომ გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დაამყარა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს $482 მლნ-ს მიაღწია - $51 მლნ ექსპორტი და $431 მლნ იმპორტი. 2001-2018 წლებში გერმანიამ საქართველოში $372 მლნ-ს ინვესტიცია განახორციელა.


მსგავს თემაზე:

ახალ შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვა 2020 წლიდან სავალდებულო ხდება


Philips საქართველოს ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება


გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებაში დაეხმარება


გერმანიის ავტომრეწველობა ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლას აჩქარებს



სხვა სიახლეები