• Ƀ/$

მებაჟე ოფიცრებმა კონტრაბანდული სიგარეტი გამოავლინეს

11 ნოემბერი 16:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“, 7-11 ნოემბერს, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი (300 ექვივალენტი) არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.


მსგავს თემაზე:

რამდენით გაძვირდა და კიდევ რამდენით გაძვირდება სიგარეტი უახლოეს მომავალში?



სხვა სიახლეები