• Ƀ/$

რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლიათ, რომ არ დაჯარიმდნენ

12 ივნისი 13:41 | INTERNET დაიჯესტი

პირები, რომლებსაც ექნებათ ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ პირბადე ატარონ, არ დაჯარიმდებიან.

აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირბადეებთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

"რაც შეეხება შშმ და იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ შეუძლიათ პირბადე ატარონ, სამედიცინო დაწესებულებებმა ცნობა უნდა გასცენ, მათ გაიდლაინები მიცემული აქვთ. პირებს, რომლებსაც ექნებათ ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ ატარონ პირბადე არ დაჯარიმდებიან. ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულები არიან ან შესაძლო ჯგუფთან ჰქონდათ შემხებლობა, რა თქმა უნდა მათთან მიმართებაში ეს გამონაკლისი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები გაგებით უნდა მოეკიდონ სამედიცინო დაწესებულებების მუშაობას, რომლებსაც შესაძლებელია ერთიანად მიაწყდეს გარკვეული ჯგუფი და შესაძლებელია შეფერხება მოხდეს გარკვეულწილად", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


სხვა სიახლეები