• Ƀ/$

,,საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც 25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით"

12 ივნისი 13:57 | INTERNET დაიჯესტი

ბლოგერი გურამ შეროზია აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

,,დაიჯესტი"  სტატუსს, უცვლელად გთავაზობთ: 

"ბიჭის მამობა სულ სხვაა-ს" შემქმნელებისგან...


ალბათ, ბოლო პერიოდში ზედმეტად სწორად "დავაწმინდავე" გარემოცვა და ამიტომაც მიკვირდა საოცრად, როცა ელენას მოლოდინზე პოსტი დავდე და მომივიდა უამრავი სამძიმარი:


- უიჰ, გოგოა?
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი
- ნუ, გოგოც არაა ცუდი


მე იმას ვერ ვხვდები, "*ლე" სალანძღავი სიტყვა რატომ არის ამ ქვეყანაში, სადაც ოჯახების დიდი ნაწილის ნომერ 1-ლი ოცნება აღნიშნული ორგანოა, აბა სხვა განსხვავებას მე ვერ ვხედავ გოგო და ბიჭ შვილებში.


"იმ ოჯახზე," დავიჯერებ, რომ 3 ბიჭი შვილის შემდეგ გოგო რომ დაბადებულიყო - ასევე გაბედნიერდებოდნენ და უბრალოდ გადმოცემის ფორმა დაემთხვა არც ისე ლამაზად, მსმენია, როგორ უყვართ ის სამი გოგოც და სექსიზმის დაჯერება არ მინდა...


და, აქვე შეგახსენებთ: საქართველო - ეს ის მორწმუნე ქცეყანაა, სადაც დაახლ. 25 ათას პაწაწინა და უცოდველ გოგონას დაბადების უფლება წაართვეს აბორტით, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონები იყვნენ მადლობა ყურადღებისთვის"- წერს შეროზია.


სხვა სიახლეები