• Ƀ/$

Toyota Fortuner რთულად დასაძლევ გამოწვევებს უმკლავდება

13 ნოემბერი 12:51, 2019 წელი | კომპანიები

ტოიოტა კავკასიის გუნდის მიერ კახეთში ორგანიზებული ახალი ავტომობილების ტესტ-დრაივის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, უგზოობის პირობებში გამოიცადა Toyota Fortuner.

გამოსაცდელ ტერიტორიად შეირჩა ლოპოტას სიახლოვეს მდებარე სოფელი ლაფანყური, სადაც არსებული ტყის მასივი საშუალებას იძლეოდა ავტომობილს დაეძლია უსწორმასწორო გრუნტოვანი მიწის ზედაპირი და გადაელახა მდინარე.


Fortuner წარმოადგენს საშუალო ზომის, საოჯახო SUV-ს (Sport utility vehicle), რომელიც პოპულარული პიკაპის, Toyota Hilux-ის პლატფორმაზეა დამზადებული. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერი, რომელიც საიმედოა ნებისმიერი სირთულის გზაზე. 2005 წლიდან დღემდე Fortuner არის უგზოობის სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ყველგანმავალი.


2016 წლიდან Toyota-მ ეს ავტომობილი ქართველ მომხმარებლებსაც გააცნო და ადგილობრივ საზოგადოებაში მან მალე მოიპოვა პოპულარობა. ეს იყო ბიძგი, რომ მწარმოებლებს 2019 წლის შემოდგომიდან წარმოედგინათ 4 ცილინდრიანი 2,4 მოცულობის დიზელის ძრავის მქონე Fortuner, რაც კიდევ უფრო საიმედოს და მძლავრს ხდის მის შესაძლებლობებს. შესაბამისად იგი არის სამაგალითო ყველგანმავალი, რადგან აქვს სრული ამძრაობა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვა სალონში არსებული ღილაკით ხდება.


ჩემი შეხედულებით, ეს არის მისი ეპოქისთვის სრულყოფილი SUV, რომელშიც თანაბრად კომბინირებულია პრაქტიკულობა და აგრესიული დიზაინი - სასურველი ისეთი მომხმარებლისთვის, რომლისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ქალაქის პირობებში მგზავრობა და ახალი შეგრძნებების მიღება სურს უგზოობაში.


ავტომობილის იერსახე აერთიანებს საიმედოობას, მოხერხებულობას და სპორტულობას. მას აქვს ტრაპეციის ფორმის ქრომირებული ცხაური და გამობურცული წინა მაშუქები.


თვალშისაცემია მისი ინტერიერი, რომლის წყალობით მართვა მეტად კომფორტულია ნებისმიერ პირობებში. ტევადი სალონი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სისტემებით, როგორებიცაა მაგალითად მულტიინფორმაციული მონიტორი, მულტიფუნქციური საჭე, წინა და უკანა ელექტრო-შუშები და ა.შ.



ამ მხრივ, Fortuner-ს კახეთში უნდა დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები, რომელსაც მან შესანიშნავად გაართვა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი კლირენსის ხარჯზე მარტივად გადალახა შედარებით ციცაბო ფერდობები, ქვიშიანი ზედაპირი და ღრმა წყალი, რამაც ამ ავტომობილის მიმართ პოზიტიური შთაბეჭდილებები გამიჩინა და შემიძლია ვთქვა, რომ Fortuner-თან ერთად მძღოლი იქნება ბოლომდე თავდაჯერებული ნებისმიერ პირობებში.


სხვა სიახლეები