• Ƀ/$

შვედეთში მეფე კარლ XII-ის ძეგლის გრეტა ტუნბერგის ძეგლით ჩანაცვლება სურთ

17 ივნისი 18:22 | INTERNET დაიჯესტი

შვედეთის ქალაქ უმეოში ქვეყნის მეფის, კარლ XII-ის ძეგლის ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგის ძეგლით ჩანაცვლება სურთ. ასეთი ინიციატივით გამოცემა Aftonbladet-ში უმეოს ყოფილი მერი, იან ბიორინგე გამოვიდა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არადემოკრატიული მმართველების ძეგლების დემონტაჟი დაიწყო, კარლ XII კი ბოროტებისა და ძველი ფასეულობების სიმბოლოს წარმოადგენს.


„სახელწმიფო დაწესებულებებმა და მუნიციპალიტეტებმა ასეთი ადამიანების ძეგლების დემონტაჟი უნდა დაიწყონ. ჩვენი ქვეყნის პარკებსა და სკვერებს ისეთი ადამიანების ძეგლები უნდა ამშვენებდეს, რომლებსაც კაცობრიობისთვის სარგებელი მოაქვთ. ასეთები არიან ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაგ ჰამარშელდი“, - წერს უმეოს ყოფილი მერი.


სხვა სიახლეები