• Ƀ/$

განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 2020 წელს 280 მლნ დაიხარჯება

13 ნოემბერი 18:18 | ეკონომიკა

2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურის დაფინანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს ახალი სკოლის მოდელის პრინციპები დაინერგება 300-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩაერთვება 140 ათასზე მეტი მოსწავლე და 12 ათასზე მეტი მასწავლებელი,  განხორციელდება 70-ზე  მეტი ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 670-მდე საჯარო სკოლის რემონტი, 2020 წელს დასრულდება „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა  თბილისსა და ბათუმში.


მთლიანობაში განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 280 მლნ დაიხარჯება.


2020 წელს ასევე დაგეგმილია მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც. 2022 წლისთვის კი განათლების სექტორის დაფინანსება მშპ-ის 6%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატება.


მსგავს თემაზე:

75 000 მასწავლებელს ხელფასი 100-150 ლარით გაეზრდება


2020 წელს დამატებით 70 000 აბონენტი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი