• Ƀ/$

დაწესდება თუ არა ისევ შეზღუდვები? - რას ამბობს მარინა ენდელაძე

18 ივნისი 13:56 | INTERNET დაიჯესტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. ენდელაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სექტემბერში გაიზარდოს, ამის შესახებ ის ,,პრაიმტაიმთან" საუბრობს.

"ახლა ხალხი დაფანტულია, ბევრი ქალაქგარეთ გადის, სექტემბერში კი - არა, ამიტომ სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა სექტემბერში მოიმატებს. ადრე ვარაუდობდით, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდებოდა, მთლად ასე არ არის, თუმცა უშუალოდ მზის სხივის მოქმედებას ვირუსზე მაინც აქვს ზეგავლენა. ამ ვირუსმა ტემპერატურულ რეაქციებთან განსაკუთრებული მგრძნობელობა არ გამოვლენა.


თავის დროზე რეგულაციებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ქვეყანა, ჯერჯერობით, გადაარჩინა. რეგულაციები იმ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, თუ ქვეყანაში ვირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ორ -სამ ათეულს არ გასცდება, რეგულაციების დაწესება აუცილებელი არ იქნება. თუ ბევრი იქნება, ალბათ, რეგულაციები გამკაცრდება", - განაცხადა ენდელაძემ "პრაიმტაიმთან".


სხვა სიახლეები