• Ƀ/$

ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

13 ნოემბერი 18:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, სამუშაოების გამო ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება, რასთან დაკავსირებითაც მერია განცხადებას ავრცელებს.

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.


სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


სხვა სიახლეები