• Ƀ/$

ალეკო ელისაშვილი: საბურთალოზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე ვფიქრობ

21 ივნისი 09:03 | INTERNET დაიჯესტი

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის თავის კანდიდატურის დაყენებას საბურთალოზე აპირებს, ოპოზიციის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად:

„არ დავმალავ, მე ვფიქრობ, საბურთალოზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ასევე იმ გუნდში რომელსაც წარმოვადგენ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომ შეიძლება სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი კანდიდატები დადგნენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


რაც შეეხება იმას, შეიკავებს თუ არა მისთვის  კონკურენტი კანდიდატის დაყენებისგან ოპოზიცია თავს, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.


„ეს პირი არ უჩანს აშკარად, თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ დადგება, ის ოპოზიციური გაერთიანებას წარმოადგენს,“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.


სხვა სიახლეები