• Ƀ/$

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

14 ნოემბერი 23:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტის მიერ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილებად აფასებს. 

"ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა." - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.


გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა. მის სახელს უკავშირდება რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება.


მსგავს თემაზე:

თამარ ჩუგოშვილმა 6 სხვა დეპუტატთან ერთად უმრავლესობა დატოვა


ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს


უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა


აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს



სხვა სიახლეები