• Ƀ/$

როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები და როგორ უნდა მოიქცეთ თუ მართვის მოწმობას დაკარგავთ

| INTERNET დაიჯესტი

ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრების შეცვლის ბოლო თარიღი 1 სექტემბერია. ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტორში განუცხადეს.

შესაბამისად, ევროსტანდარტებით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების ახალი ნომრების ასაღებად მძღოლებს 2 თვე დარჩათ.


უწყების ცნობით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა 72 ლარი დაუჯდებათ. ამ ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა.


რაც შეეხება ფასიან ნომრებს, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ხდება ფასიანი ნომრების გადაცვლა, ტარიფის მიხედვით და ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციას მოქალაქე თავად არჩევს. მათი მინიმალური საფასური 150, ხოლო მაქსიმალური 10 ათა­სი ლარია.


როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მართვის მოწმობას დაკარგავთ
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მის აღსადგენად მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოთ.


მოწმობის აღდგენის საფასური 35 ლარია, თანხის გადახდის შემდეგ კი სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარადგინოთ.


დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მართვის მოწმობას სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ. მომსახურებს მიღება სააგენტოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი.


წაიკითხეთ სრულად


სხვა სიახლეები