• Ƀ/$

უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმაც დატოვა

15 ნოემბერი 12:12 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარემ და ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც დატოვა. დეპუტატმა განცხადება პირდაპირ ეთერში მოკლე ბფრიფინგისას გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვილებების ჩავარდნამ განაპირობა. იმედი გვქონდა, რომ აუტანელი პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა და მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინეს. ჩვენ არასდროს გუნდისთვის არ გვიღალატია. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადადც იღებენ პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს" განაცხადა ძიძიგურმა. 


ძიძიგურთან ერთად უმრავლესობა დატოვა კიდევ ორმა დეპუტატმა: გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.


არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანჭისყრის ჩაგდების მიზეზით საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია 14 ნოემბერს სულ 9 დეპუტატმა დატოვა. უმრავლესობის რიგებს გამოეთიშნენ: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში და გიორგი ბეგაძე. 


სულ 14-15 ნოემბერს უმრავლესობის რიგები 12-მა დეპუტატმა დატოვა.


მსგავს თემაზე:

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს


გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს



სხვა სიახლეები