• Ƀ/$

მეთოდოლოგიის შეცვლის შედეგად საქართველოს მშპ 3.5 მლრდ-ით გაიზარდა

15 ნოემბერი 14:20 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქსტატმა მშპ-ის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეცვალა, რომელიც 2010-2018 წლებზე გავრცელდა. ახალი მეთოდოლოგიით გაიზარდა როგორც თავად მშპ, ასევე მშპ-ის ზრდის ტემპიც.

ძველ (SNA 1993) და ახლა (SNA 2008) მეთოდოლოგიით დათვლილ მშპ-ს შორის სხვაობა თუ 2010 წელს 1.1 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ის 3.5 მლრდ-მდე გაიზარდა.


ძველი გაანგარიშებით მშპ 1 სულ მოსახლეზე 2018 წელს $4346-ს შეადგენდა, ახალი მეთოდით კი $376-ით მეტს $4722-ს.


რაც შეეხება მშპ-ის ზრდის ტემპს ის 0.1%-ით დაკორექტირდა და 4.8%-მდე გაიზარდა.




მსგავს თემაზე:

როგორ იცვლებოდა ინფლაციის განაკვეთი 1996 წლიდან დღემდე


ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები 16.7%-ით გაიზარდა, რუსეთიდან 4.5%-ით შემცირდა



სხვა სიახლეები