• Ƀ/$

ევროპაში წიაღისეულ საწვავზე მომუშავე პროექტებს დაფინანსებას უწყვეტენ

15 ნოემბერი 16:26 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროკავშირი გლობალურ დათბობასთან ბრძოლას აძლიერებს, რაც ამჯერად წიაღისეული საწვავის მომპოვებელ-გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებაში გამოიხატა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB 2021 წლის ბოლომდე შეწყვეტს იმ პროექტების დაფინანსებას რომელთა მიზანიც წიაღისეულის მოპოვება ან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე საწარმო იქნება.


EIB-ის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა მართლაც კომპრომისულად ჩაითვალოს, რადგან მან ბოლო 6 წელიწადში პროექტები სადაც წიაღისეული ფიგურირებდა €13.4 მლრდ-ით დააფინანსა.


EIB მიზნად ისახავს, რომ მის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტებიდან ნახშირორჟანგის ემისია კილოვატზე 250 გრამით შემცირდეს.


EIB ერთ გამონაკლისს მაინც უშვებს და ეს ბუნებრივი გაზია, რომელიც ნავთობთან და განსაკუთრებით ქვანახშირთან შედარებით გარემოს ბევრად უფრო ნაკლებად აბინძურებს.


მსგავს თემაზე:

ნახშირორჟანგის ემისია 1900-2018 წლებში 1750%-ით გაიზარდა


გორის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე $14,4 მლნ-დ გაიყიდა



სხვა სიახლეები