• Ƀ/$

„ნოდარ, ეს არაა ექსკლუზივი, ნოდარ, ეს ტრაგედიაა!“

23 ივნისი 10:21 | INTERNET დაიჯესტი

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ფეხბურთელის დაღუპვის დეტალების მედიაში გაშუქებას აპროტესტებს.

კუჭაშვილის პრეტენზიები კონკრეტულად ნოდარ მელაძეს ეხება. ის წერს, რო მსგავსი ტრაგედიების ექსკლუზიურად გაშუქება ეთიკას სცდება.


„ნოდარ მელაძის ამორალურმა ჟურნალისტურმა სტანდარტმა, პიკს დღეს მიაღწია, მაშინ, როცა მის მიერ კონტროლირებადმა კამერებმა ჯერ გადაიღეს და შემდეგ – გვაჩვენეს ახალგაზრდა ბიჭის განადგურებული ოჯახი. ვინმემ გამოიყვანეთ ეს ბიჭი გადაცემა „100 გრადუსი ცელსიუსის“ სტუდიიდან. თვალებში ჩახედეთ და უთხარით: ნოდარ, ეს არაა ექსკლუზივი, ნოდარ, ეს ტრაგედიაა!“


19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა მისი დაკარგვიდან 3 დღეში იპოვნეს.


სხვა სიახლეები