დისნეილენდი დახურეს 29 თებერვალს. თავდაპირველად ის 20 აპრილს უნდა გახსნილიყო, მაგრამ მმართველი კომპანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. გასართობი პარკი ტოკიოს გარეუბანში მდებარეობს და 118 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მას ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.