,,რას ვაკლებთ ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ ხალხს. კი ბატონო გავყიდი მანქანას და დავურიგებ ათას კაცს ერთ დღეს პურს, მეორე დღეს ვინ დაურიგებს?
გაყიდის მეორე ეპისკოპოსი მანქანას დაურიგებს კიდევ ათას კაცს. მესამე, მეხუთე, კაი ერთი წელი.. მეორე წელს ვინ იზამს ამ საქმეს? ხომ აღარ გვექნება ჩვენ მეტი მანქანა გასაყიდი. ამას არ ჯობია შესაძლებლობების შეერთება, საქმის კეთება და ერთად ვიზურნოთ, ვიდრე ერთმანეთს ვაყვედროთ – შენ მეტს აჭმევ და მე ნაკლებს, ან პირიქით“, – ამბობს მეუფე საბა.