• Ƀ/$

თბილისისი მერიამ აქციის მონაწილეებს 30 წუთიანი ვადა მისცა

18 ნოემბერი 16:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. 

„როგორც  კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ სავალი ნაწილი  დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, - განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.


მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად ნახევარი საათი მისცა.


სხვა სიახლეები