• Ƀ/$

რუსთაველის გამზირზე ავტომობილის სავალი ნაწილი კარვებისგან გათავისუფლებულია

18 ნოემბერი 18:21 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სპედანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი სრულად გაანთავისუფლა. ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი რჩება, რომელიც ტროტუარზეა განთავსებული. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე პარლამენტის შენობის პიკეტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. საბოლოო გაფრთხილება კი 16:15-ზე გაკეთდა. აქციის მონაწილეებს 30 წუთიანი ვადა მიეცათ, თუმცა ისინი არ დაშლილან.


ვადის ამოწურვის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, რა დროსაც წყლის ჭავლი იქნა გამოყენებული. ამ დროისათვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი გათავისუფლებულია. დასუფთავების სამსახური კარვების, ტომრებისა და კასრების გატანას განაგრძობს.


გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვლი, გიორგი რურუა და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.


დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანდა თუ როგორ გადაიყვანეს რამდენიმე პირი სასწრაფოს მანქანაში.


სხვა სიახლეები