• Ƀ/$

,,ვირუსს უნდა ვებრძოლოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვეძიოთ, საიდან გაჩნდა ის“ - ვლადიმერ პუტინი

28 ივნისი 17:55 | INTERNET დაიჯესტი

„არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს, არ არსებობს"- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვირუსი სპეციალურად შემოგვიგდო, საფუძველს არის მოკლებული. თუ ვინმე ამ ვერსიას ემხრობა, აქედან კარგი არაფერი გამოვა. ვფიქრობ, ვირუსს უნდა ვებრძოლოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვეძიოთ, საიდან გაჩნდა ის,“-აღნიშნა პუტინმა.


რუსეთში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის 634 437 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 9 073 ადამიანი, 399 087 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.


სხვა სიახლეები