• Ƀ/$

რუსულმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების აკრძალვით მილიარდი დაკარგა

19 ნოემბერი 15:57, 2019 წელი | კომპანიები

რუსულმა ავიაკომპანიამ „ურალსკიე ავიალინიი“ მილიარდი რუბლი ($15,7 მლნ) დაკარგა კრემლის მიერ რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვით.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი სკურატოვმა განაცხადა.


უკანასკნელი ავიარეისი რუსეთ–საქართველოს შორის 7 ივლისს შესრულდა. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი პირობას დებდა, რომ ზემოხსენებულის გამო ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის საკითხს განიხილავდა.


„ჩვენ 1 მილიარდის ბილეთები ვეღარ გავყიდეთ“, – ამბობს სკურატოვი.


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალეკსანდრ იურჩიკი ოქტომბრის ბოლოს ამბობდა, რომ ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის დაანგარიშება დაასრულა და დოკუმენტს მთავრობას წარუდგენს. კომპენსაციის გაცემის საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არსებობს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამჯერად მსჯელობა კომპენსაციის მეთოდიკაზე მიმდინარეობს.


ივნისში რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე („გავრილოვის ღამის“ მოვლენები.), რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა.


მსგავს თემაზე:

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა აღადგინოს


საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების პირობებს ლავროვიც აყენებს


რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლება დაპირებად რჩება



სხვა სიახლეები