• Ƀ/$

უშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 ნოემბერი 11:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

თოვლის გამო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


სხვა სიახლეები