• Ƀ/$

მსოფლიო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $1.45 ტრლნ-ს მიაღწია

22 ნოემბერი 13:09 | ეკონომიკა

ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა ძირითადად 2 კრიტერიუმით იზომება რამდენი ტურისტი სტუმრობს მას და რამდენს ხარჯავს თითოეული მათგანი. ტურისტების რაოდენობით საფრანგეთი ლიდერობს, შემოსავლებით - აშშ. 

2018 წელს აშშ-ს საფრანგეთთან შედარებით 10 მლნ-ით ნაკლები, 77 მლნ ტურისტი ეწვია, თუმცა ამ სექტორისგან მიღებულმა შემოსავალმა საფრანგეთის მაჩვენებელს 219%-ით გადააჭარბა.


აშშ-ში ტურისტებმა 2018 წელს $214 მლრდ დახარჯეს, რაც უფრო მეტია ვიდრე მომდევნო 3 სახელმწიფოს: ესპანეთი, საფრანგეთი, ტაილანდი ჯამური შემოსავალი.


რეგიონების მიხედვით როგორც ტურისტების რაოდენობით, ასევე მისგან მიღებული შემოსავლით ევროპა ლიდერობს. ტურისტების რაოდენობამ ბებერ კონტინენტზე 710 მლნ-ს მიაღწია, ხოლო დარგისგამ მიღებულმა შემოსავალმა $570 მლრდ-ს. მეორე ადგიზე აზია-ოკეანეთის ჯგუფია, ავსტრალიის ჩათვლით. რეგიონს გასულ წელს 348 მლნ ვიზიტორი ეწვია, ტურიზმის მიღებულმა შემოსავალი კი 7%-ით გაიზარდა და $435 მლრდ-ს მიაღწია.


ამერიკის კონტინენტზე 216 მლნ ტურისტმა $333 მლრდ დახარჯა. 1 პერსონაზე $1542 მოდის, რაც სარეკორდოა. ამის საპირისპიროდ აფრიკაში 67 მლნ ტურისტმა მხოლოდ $38 მლრდ დახარჯა, ანუ თითოეულმა საშუალოდ $567.


2018 წელს საქართველოში, ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა $3.2 მლრდ შეადგინა, რუკაზე აღნიშნული $3 მლრდ დამრგვალებული მონაცემია.


მსოფლიო მასშტაბით, ტურისტულ ბიზნესში ბრუნვამ 2018 წელს სულ $1.45 ტრლნ შეადგინა. საქართველოს წილი მასში 0.22%-ს აღწევს, ასეთივე თანაფარდობა რომ იყოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მაშინ საქართველოს ნომინალური მშპ $16.2 მლრდ-ს ნაცვლად $187 მლრდ იქნებოდა, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი $42.6 მლრდ-ხს ნაცვლად $299 მლრდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თიღოეული მოქალაქე მინიმუმ 7-ჯერ, ნომინალურის შემთხევაში 11-ჯერ მდიდარი იქნებოდა, ანუ ცხოვრების დონე ავსტრიისა და ნიდერლანდების მაჩვენებელს გაუთანაბრდებოდა.


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


2035 წლისთვის მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში 324 მლნ ადამიანი იცხოვრებს



სხვა სიახლეები