• Ƀ/$

რომელი ასტეროიდის სროლა უნდა ვთხოვოთ ღმერთს?

29 ივლისი 17:14 | INTERNET დაიჯესტი

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და ასტეროიდების შესახებ წერს.

საზოგადოებაში გავრცელებული ფრაზაა „ღმერთო მეტეორი მესროლე“, სწორედ ამას გამოეხმაურა ასტროლოგი და წერს, რომ თუ თხოვნაა ძვირადღირებული მეტეორის თხოვნა სჯობს, რისი ჩამოვარდნის შემთხვევაში ყველა დედამიწაზე მცხოვრები მილიარდელი გახდება.


„ღმერთს მეტეორის და ასტეროიდის სროლას რომ სთხოვთ ხოლმე, თუ რამე, ამ ასტეროიდის სროლა სთხოვეთ.


ეს (16) ფსიქეაა - მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელში ბრუნავს.


დიამეტრი: 226 კილომეტრი.


ის ოქროსგან, პლატინისგან და ნიკელისგან შედგება.


მისი ღირებულება /ამერიკული საზომით/: 10 ოქტილიონიდან (10 - 27-ე ხარისხში) - 700 ნონილიონამდეა (10 - 30-ე ხარისხში).


ეს რომ თანაბარად გადავანაწილოთ, დედამიწის ყველა მოსახლე მილიარდერი გახდება.“- წერს გიგაური.


 



სხვა სიახლეები