• Ƀ/$

ერთი სი­ტყვით მა­ინც რომ ეთ­ქვა, ვუშ­ვე­ლი­დი - ბაჩალიაშვილი მამა

2 აგვისტო 21:33 | INTERNET დაიჯესტი

„ბავ­შვი ში­შის ქვეშ იყო, დიდი ხა­ნია საფრ­თხეს გრძნობ­და. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია არა­ფე­რი. ჩემი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ის არის, რომ ვერ და­ვეხ­მა­რე, ჩემ­თვის დრო­ზე რომ ეთ­ქვა, რა უჭირ­და, შე­იძ­ლე­ბა დავ­ხმა­რე­ბო­დი, გა­და­მერ­ჩი­ნა ჩემი შვი­ლი“- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

როგორც გარდაცვლილი გოგოს მამა ამბობს, თამარი რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა ხშირად ტიროდა.


„ერთი წელი ვი­ტან­ჯე­ბო­დი, მას მერე, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და... სულ ტი­რო­და. ერთი სი­ტყვით მა­ინც რომ ეთ­ქვა, რა­ღა­ცას ვი­ზამ­დი, ვუშ­ვე­ლი­დი. არ ვიცი, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, შე­ში­ნე­ბუ­ლი, თუ რა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვი ამ­ხე­ლა გზა­ზე მი­დი­ო­და და ვის ეძებ­და? ათა­სი ვერ­სი­აა. ეს ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ბავ­შვს ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და“- ამბობს ჯუბბერ ბაჩალიაშვილი


ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც. ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.
 


სხვა სიახლეები