• Ƀ/$

10 წლის წინ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა - დალია წამლები და იწვა იაშვილში - ნინო ჭიღიტაშილი

3 აგვისტო 17:09 | INTERNET დაიჯესტი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილი წერს, რომ ბაჩალიაშილის ოჯახის ახლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტიით, მას თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ აქამდე გაუხმაურებელი დეტალები უამბო.

ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილის თქმით, მისი წყაროს მიზანია მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.


სტატუსში აღნიშნულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა ეროვნებით აზერბაიჯანელია, დაღუპული პროგრამისტი კი დედის გვარზე იმყოფებოდა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, გარდაცვლილის მამა მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა და ოჯახში მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია იყო. მისივე თქმით, დაძაბული სიტუაციის გამო თამარი მუდმივ სტრესში იმყოფებოდა და ფსიქოლოგთანაც ხშირად დადიოდა. კონფიდენციულური პირი ირწმუნება, რომ ბაჩალიაშილს 10 წლის წინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, მედიკამენტები მიიღო და რამდენი დღით იაშვილის კლინიკაშიც იწვა.


„გუშინ მესაუბრა ქალბატონი, რომელმაც მთხოვა, არ გამემჟღავნებინა მისი ვინაობა და რომელმაც ინკოგნიტოდ არჩია დარჩენა.


ჩემთან საუბარში ქალბატონმა აღნიშნა, რომ არის ბაჩალიაშვილების ოჯახის ახლობელი, იცნობს ოჯახს ძალიან კარგად.


თქვა, რომ გოგონას მამა არის ეროვნებით აზერბაიჯანელი და არის დედის გვარზე_ბაჩალიაშვილი. როგორც ინკოგნიტო წყარომ აღნიშნა, ოჯახში ხშირად ჰქონდათ ბაჩალიაშვილებს უსიამოვნება, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის დაწიოკების გამო მამაკაცისთვის პოლიცია გამოუძახებიათ, რომ ეს კარგად იციან მეზობლებმა და აქვე დაასახელა მეტად საყურადღებო ფაქტი, რომელზეც არავინ ლაპარაკობს_10 წლის წინ გოგონას ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, მან დალია წამლები და იწვა იაშვილის კლინიკაში... რომ გოგონა გამუდმებით იყო სტრესულ მდგომარეობაში მამამისის აგრესიული ხასიათის გამო. რომ გოგონასთან წლებია მუშაობდა ფსიქოლოგი.


როგორც ქალბატონმა აღნიშნა, გოგონას ჰქონდა კიდევ სხვა მცდელობაც სუიციდის, თუმცა ეს ინციდენტი მალევე აღმოფხვრეს... თუმცა, იაშვილში რომ სწორედ ამ ისტორიით იწვა 13 წლის ასაკში, ამის გადამოწმება, იოლია...


ის ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია, სამსახურში ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო ან სხვა გარემოებების გამო, გოგონას კვლავ ჰქონოდა თვითნკვლელობის სურვილი.


მე არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, თუმცა მე მჯერა ამ ქალბატონის, რომელიც დიდი ხანია ჩემი ფ/ბ მეგობარია, მაგრამ ქალბატონს ღრმად სწამს, რომ აღნიშნული ინფორმაცია იციან საგამოძიებო ორგანოებმაც და არ მისცემენ უფლებას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონებს, ეს ტრაგედია აქციონ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად!“ - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.



ცნობისთვის, 23 წლის კიბერუსაფრთხოების ქართველი სპეციალიტი თამარ ბაჩალიაშვილი გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი მის გარდაცვალებას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. არსებობს ეჭვი, რომ 23 წლის პროგრამისტს საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდა ხელში. 


 

 


სხვა სიახლეები