• Ƀ/$

ლევან თოფაძის მამა: შვილი ძლივს გადავარჩინე და ახლა გამომძიებლებში ვირბენდი? 

4 აგვისტო 13:54 | INTERNET დაიჯესტი

2 გვაისტოს დაჭრილი ლევან თოფაძის მამის ირაკლი თოფაძის განაცხადებით, მისი შვილი თავს უკეთ გრძნობს. რაც შეეხება მომხდარის გამო ჟვანიას დასჯას, თოფაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის შვილის გადარჩენაა მნიშვნელოვანი. დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს.

„გადასარევად არის, უკეთ. კვლევა მიდის. ჟვანიას რატომ ემუქრება პატიმრობა, ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით ვერაფერს. იმიტომ არ ვადანაშაულებ, რომ იქნებ არ არის დამნაშავე, მაგას გამოიძიებენ და გამომძიებლებს ჰკითხეთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და ახლა გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ”, – აცხადებს ლევან თოფაძის მამა.


ცნობისთვის, 2 აგვისტოს თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო.


სხვა სიახლეები