• Ƀ/$

10 კატეგორიის მამაკაცი, რომელთანაც ურთიერთობა არ უნდა დაიწყოთ

5 აგვისტო 11:37 | INTERNET დაიჯესტი

ფსიქოლოგები გვიზიარებენ იმ 10 კატეგორის მამაკცს, რომელთანაც ურთიერთობის დაწყება არ ღირს.

1. არასოდეს შეხვდეთ კაცს, რომელსაც თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენის ეუხერხულება და არც სოციალურ ქსელში სურს თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება.


2. არასოდეს იყოთ ურთიერთობაში კაცთან, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს გაიცნოს თქვენი ოჯახი, ან მეგობრები.


3. არასდროს შეხვდეთ კაცს, რომელიც იმდენად „დაკავებულია“ რომ რამდენიმე წამიც კი არ აქვს თქვენს შეტყობინებას უპასუხოს, თუმცა სოციალურ ქსელებში გამუდმებით რაღაცას პოსტავს.


4. არასდროს იყოთ იმ კაცის გვერდით, რომელიც ცდილობს გაგიკონტროლოთ რას იცვამთ, რას ჭამთ, ან რა სამსახური გაქვთ. რომელიც ცდილობს საკუთარ ინტერესებსზე უარი გათქმევინოთ.


5. არასდროს გაჩერდეთ ურთიერთობაში კაცთან, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მარტო იღებს. აზრს არ გეკითხებათ და აინეტერესებს თქვენი შეხედულებები.


6. არასდროს გაჩერდეთ იმ კაცის გვერდით, რომელიც თქვენი თანდასწრებით, ან თქვენს ზურგს უკან სხვებთან აბამს ფლირტს.


7. არასდროს იყოთ კაცთან, რომელიც ცდილობს თვითშეფასება დაგიქვეითოთ, გაგრძნობინოთ, რომ ხელმოცარული ხართ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. გვერწმუნეთ, თქვენ გაცილებით უკეთესს იმსახურებთ.


8. არასდროს იყოთ კაცთან, რომელიც საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ადანაშაულებს და ვერ ხედავს პირად პასუხისმგებლობას.


9. არასდროს იყოთ ურთიერთობაში კაცთან, რომელიც თავად არ იჩენს ინიციატივას და ყოველთვის თქვენგან ელოდება, როდის დაურეკავთ, მისწერთ, ან აკოცებთ.


10. არასდროს იყოთ ურთიერთობაში კაცთან, რომელიც მუდამ თქვენგან ელის კომპრომისს.


სხვა სიახლეები